აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოდის ინიციატივით, რომ მომავალ თვეში დაგეგმილი პრეზიდენტობის კანდიდატების დებატების წინ, მან და ჯო ბაიდენმა ნარკოტესტი ჩაიტარონ.
როგორც პრეზიდენტმა გამოცემა „Washington Examiner“-თან ინტერვიუში განაცხადა, მან ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დემოკრატიული პარტიის ტელედებატების დროს, მოულოდნელი გაუმჯობესება შეამჩნია.
3 ნომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის სამი დებატია დაგეგმილი.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატების ბოლო დებატები 15 მარტს გაიმართა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ვერმონტის სენატორს ბერნი სანდერსს შორის შედგა.
„მე არ ვიცი, როგორ შეეძლო მას, ყოფილიყო ასეთი არაკომპეტენტური დებატების დროს და შემდეგ, მოულოდნელად კარგად წარმდგარიყო ბერნის წინააღმდეგ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გლადიატორთა ბრძოლას შეადარა.