logo_geo
eng_logo
ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

27 აგვისტო. 2020. 12:29

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების სხვიტორი, ჩიხა, ზედა და ქვედა ორღულის წყალმომარაგების მოწყობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შიდა ქსელი მოწყობილია სოფელ სხვიტორსა და ნაწილობრივ ჩიხაში. გრძელდება ზედა და ქვედა ორღულის და ჩიხის დაქსელვითი სამუშაოები.

 

პროექტი, რომელიც 2019 წელს დაიწყო გარდამავალია და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 7 600 000 ლარით ფინანსდება. პროექტის დასრულების შემდეგ ოთხივე სოფლის 1500 ოჯახი უწყვეტ წყალმომარაგებას მიიღებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner