საჩხერის მუნიციპალიტეტის ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების სხვიტორი, ჩიხა, ზედა და ქვედა ორღულის წყალმომარაგების მოწყობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შიდა ქსელი მოწყობილია სოფელ სხვიტორსა და ნაწილობრივ ჩიხაში. გრძელდება ზედა და ქვედა ორღულის და ჩიხის დაქსელვითი სამუშაოები.
პროექტი, რომელიც 2019 წელს დაიწყო გარდამავალია და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 7 600 000 ლარით ფინანსდება. პროექტის დასრულების შემდეგ ოთხივე სოფლის 1500 ოჯახი უწყვეტ წყალმომარაგებას მიიღებს.