„გადაგდება „ნაციონალური მოძრაობის“ სავიზიტო ბარათია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხვდებიან, რომ მათსა და „ქართულ ოცნებას“ შორის განსხვავება დიდია და ამიტომაც, კონკურენტებად მხოლოდ ერთმანეთს აღიქვამენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ იქცევა ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის იქცეოდა. ადრე ის დაკავებული იყო ქართული საზოგადოების გადაგდებით, დღეს საკუთარ პარტნიორებს აგდებს. გადაგდება „ნაციონალური მოძრაობის“ სავიზიტო ბარათია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სინამდვილეში, ისინი კარგად ხვდებიან, რომ სხვაობა „ქართულ ოცნებასა“ და მთლიანად, ხელმოცარულ ოპოზიციას შორის იმდენად დიდია, რომ ისინი კონკურენტებად მხოლოდ ერთმანეთს აღიქვამენ და წინასაარჩევნო ბრძოლა ერთმანეთთან აქვთ გაჩაღებული“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.