logo_geo
eng_logo
ალექსანდრ ლუკაშენკო: არ ვაპირებთ არავის დახრჩობას, თუ ამას არ გვაიძულებენ
- +

27 აგვისტო. 2020. 15:38

 

 

 

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებულ ვითარებას გადალახავს.

 

როგორც სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ მან მინსკში გამართულ თათბირზე განაცხადა.

 

„ჩვენთვის მთავარია ეკონომიკა. თუ ნორმალურად იმუშავებს საწარმოები, კატაკლიზმები ვერ შეგვაშინებს. ქუჩას გავუმკლავდებით, როგორც არ უნდა სურდეთ ამ ვითარების დესტაბილიზირება“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

 

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ყველამ იგრძნო, რომ მოქმედ პრეზიდენტს საყრდენი აქვს. ლუკაშენკოს თქმით, მას მხარდაჭერა სამ მილიონამდე ადამიანმა გამოუცხადა.

 

ლუკაშენკო აცხადებს, რომ მის ელექტორატს შორის არიან ვეტერანები, პენსიონრები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. მისივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ხალხი.

 

„უნდა ვიცხოვროთ მშვიდად, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. რაც შემეხება მე, ძალოვან სტრუქტურებს და სხვებს, ასევე ჩვენს საქმეს გავაკეთებთ. მხოლოდ კანონის ფარგლებში. ამიტომ, უნდა გადავშალოთ ბიბლია, ვგულისხმობ, კანონს და წავიკითხოთ: ამისთის – ასეთი სანქციები, ამისთვის – ისეთი სანქციები. ჩვენ სისხლისმსმელები არ ვართ, არ ვაპირებთ არავის დახრჩობას, ქუჩაში დევნას, თუ ამას არ გვაიძულებენ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

 

ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ იმართება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner