საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი აცხადებს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაჩერებლად, შესაძლოა მთავრობის ხელახალი ჩარევა გახდეს საჭირო.
კასტექსმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კვირიდან საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიე ვერანი ქვეყანაში ეპიდსიტუაციის განხილვის მიზნით ყოველკვირეული ბრიფინგებს ჩაატარებს.
კასტექსი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სხვადასხვა მეთოდებისთვის, მათ შორის მკაცრი კარანტინის რეჟიმის ხელახლა დაწესებისთვის.