პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისში, კომპანია „ჯეოფრუტის“ ვაშლის პლანტაციაში იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატობის კანდიდატმა, ახალგაზრდებთან ერთად, ვაშლის მოსავლის აღებაში მიიღეს მონაწილეობა.
ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის განცხადებით, კომპანია „ჯეოფრუტის“ მიერ 33 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი ძალიან მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციაა ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის და კომპანიაში დასაქმებული ადგილობრივებისთვის. მისივე თქმით სახელმწიფო ყოველმხრივ დაუჭერს მხარს მის შემდგომ განვითარებას.
„ვაშლის კრეფაში მივიღეთ მონაწილეობა დღეს ახალგაზრდებთან ერთად. შემოგვიერთდა პარლამენტის თავმჯდომარე. კომპანია „ჯეოფრუტს“ აქვს 33 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი. ძალიან მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციაა ეს ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის და ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს მის შემდგომ განვითარებას, იმიტომ, რომ პირველ რიგში აქ ადგილობრივები არიან დასაქმებულები. დაახლოებით 15 ადამიანი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, სხვადასხვა სეზონურ სამუშაოებში 30-დან 50-მდე ადამიანის ჩართვა ხდება. 30-40 ლარის ფარგლებშია დღიური ანაზღაურება, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.