logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავა
- +

27 აგვისტო. 2020. 20:30

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი: 1988 წელს დაბადებული დ.თ. დააკავეს.

 

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გარდა ამისა, ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 2 პირი: განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული გ.ზ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 1988 წელს დაბადებული ბ.ბ.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცრუ ჩვენების მიცემისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner