logo_geo
eng_logo
სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება
- +

25 ივნისი. 2016. 15:21


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სენაკში აკაკი ხორავას სახელობის დრამატული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.  ჩატარებული სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.


პრემიერმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება. მანვე იმედი გამოთქვა, რომ თეატრი გამოაცოცხლებს სენაკის კულტურულ ცხოვრებას.


სენაკის სახელმწიფო თეატრის რეკონსტრუქცია  საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" მხარდაჭერით ხორციელდება. ისტორიული შენობის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.


2015 წლის პირველი ეტაპის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები: გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო სადრენაჟე სისტემა. ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები და თეატრის ინფრასტრუქტურის მოწყობა.


შენობის  სრული რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner