სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განახლებული გამოძიება ვანო მერაბიშვილის დაკითხვით გაგრძელდა.
პროკურორი ამირან გულიაშვილი: „შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები აუცილებლად ჩატარდება. ყველა პირი, რომელსაც შესაძლოა რაიმე ფორმით შეხება ჰქონდეს ვანო მერაბიშვილის მიერ განცხადებაში მოყვანილ გარემოებებთან დაკავშირებით, ამ გარემოებების გადამოწმების მიზნით აუცილებლად დაიკითხება და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება."
შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე: „თავის დროზე ჩატარდა ამაზე შესაბამისი შემოწმება. ჩვენთვის მნიშვნელოვნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და ხედავთ, რომ პროკურატურამ დროულად დაიწყო გამოძიება."