logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული
- +

25 ივნისი. 2016. 15:22


სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განახლებული გამოძიება ვანო მერაბიშვილის დაკითხვით გაგრძელდა.


პროკურორი ამირან გულიაშვილი: „შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები აუცილებლად ჩატარდება. ყველა პირი, რომელსაც შესაძლოა რაიმე ფორმით შეხება ჰქონდეს ვანო მერაბიშვილის მიერ განცხადებაში მოყვანილ გარემოებებთან დაკავშირებით, ამ გარემოებების გადამოწმების მიზნით აუცილებლად დაიკითხება და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება."


შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე: „თავის დროზე ჩატარდა ამაზე შესაბამისი შემოწმება. ჩვენთვის მნიშვნელოვნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და ხედავთ, რომ პროკურატურამ დროულად დაიწყო გამოძიება."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner