logo_geo
eng_logo
უკრაინა ევროკავშირის დეკლარაციას შეუერთდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი არ იყო
- +

28 აგვისტო. 2020. 02:32

 

 

 

უკრაინა ევროკავშირის დეკლარაციას შეუერთდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი არ იყო და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

 

11 აგვისტოს ევროკავშირის დეკლარაცია გამოქვეყნდა სახელწოდებით „ბელარუსი:უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაცია საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე“. აღნიშნული დეკლარაცია მესამე ქვეყნებისთვისაც ღიაა.

 

დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო.

 

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

 

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner