logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი გაგრძელდება ისე, როგორც დაგეგმილია
- +

ავტორი ანა ფერაძე

25 ივნისი. 2016. 15:23


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „რეპორტიორთან" ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლასა და საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრა. როგორც მანანა კობახიძემ განაცხადა, ბრიტანეთის გადაწყვეტილება არ ნიშნავს ევროკავშირის დაშლას და არც საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე მოახდენს გავლენას.




- დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა ევროკავშირი დატოვოს, არის თუ არა საფუძველი, რომ სხვა ქვეყნებმაც მიიღონ ეს გადაწყვეტილება და საბოლოოდ ევროკავშირი დაიშალოს?


- ევროკავშირი თავის დროზე შეიქმნა, როგორც სუვერენური სახელმწიფოების გაერთიანება, რომელიც უნიკალური პროექტია.


გადაწყვეტილება, რომელიც დიდმა ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო, არ შეიძლება აღქმული იყოს ისე, თითქოს ევროკავშირი იშლება.


 ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის ქვეყნების პირველი პირების განცხადებები, რომ ევროკავშირი, როგორც წარმატებული პროექტი, გააგრძელებს არსებობას და განვითარებას. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ერთი ქვეყნის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ევროკავშირის არსებობას.


ნებაყოფლობითია როგორც გაერთიანება, ასევე გასვლა ევროკავშირიდან. დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით დიდი რისკი შეუქმნა ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობას.


ევროკავშირი, როგორც საერთო ღირებულებების მქონე გაერთიანება გააგრძელებს კვლავ არსებობას და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირთან ურთიერთობისკენ სვლა.


ევროპელი ლიდერების განწყობა არის  ის, რომ ევროკავშირი, როგორც თავისუფალ სახელმწიფოთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, როგორც მშვიდობის პროექტი,  კვლავ დარჩეს და უფრო მეტად განვითარდეს.


- საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე იქონიებს თუ არა გავლენას ბრიტანეთის გადაწყვეტილება?

 

- ვფიქრობ, საქართველომ ევროკავშირისკენ სვლა უნდა გააგრძელოს. საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი  გაგრძელდება ისე, როგორც დაგეგმილია და ეს ფაქტი გავლენას არ იქონიებს საქართველოზე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner