ბელარუსის ბანკების უმეტესობა ეროვნულ ვალუტაში კრედიტების გაცემას წყვეტს. მიზეზი ლიკვიდობის დეფიციტია. ექსპერტების მოსაზრებით, უახლოეს პერიოდში პრაქტიკულად ყველა ბანკი იძულებული იქნება, ეს ნაბიჯი გადადგას, რადგან პოლიტიკური არასტაბილურობის გამო მოქალაქეები მიმდინარე ანგარიშებიდან თანხებს ხსნიან.
„ამ დროისთვის ბელარუსული რუბლის ლიკვიდობის დეფიციტია და რადგან მოქალაქეებისთვის კრედიტები სწორედ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა, კრედიტების გაცემის შეჩერება ლიკვიდობის ასაწევად ერთ-ერთი საშუალებაა“, - აცხადებს ერთ-ერთი ბანკირი.
პოლიტიკური არასტაბილურობა აისახა ვალუტის კურსზეც. ბოლო კვირებში ბელარუსული რუბლი დოლართან მიმართებაში 9%-ზე მეტით გაუფასურდა, რამაც უცხოური ვალუტაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა. ТАСС-ის ინფორმაციით, დღეს გადამცვლელ პუნქტებში ვალუტა დილით იყო, მაგრამ სწრაფადვე გაიყიდა.