„რესპუბლიკელ“ სენატორ რენდ პოლს დემონსტრანტები თავს დაესხნენ. ამის შესახებ სენატორი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, „განრისხებული ბრბო, რომელიც 100-ზე მეტი ადამიანისგან შედგებოდა, თეთრი სახლიდან ერთი კვარტლის მოშორებით დაესხა თავს“.
„მადლობა ვაშინგტონის პოლიციას, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით გადაარჩინა ჩვენი სიცოცხლე შეშლილი ბრბოსგან“, – წერს რენდ პოლი.
გავრცელებულ ვიდეოში, რომლის ავთენტურობის დადასტურება სააგენტო „როიტერმა“ ვერ შეძლო, ჩანს, რომ „რესპუბლიკელ“ სენატორს და მის მეუღლეს დემონსტრანტები უყვირიან, ხოლო პოლიცია მათ დაცვას ცდილობს.
ამ ეტაპზე თავდასხმის მოტოვი უცნობია. შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპი ოფიციალურად დათანხმდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ტრამპი თეთრ სახლში სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციასთან ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.
„რესპუბლიკელ“ სენატორ რენდ პოლზე თავდასხმას მიუღებელი უწოდა მისმა კოლეგამ, ტედ კრუზმა. მისივე თქმით, დემონსტრანტები კიდევ რამდენიმე „რესპუბლიკელს“ დაესხნენ თავს, რომლებიც პარტიის ეროვნულ ყრილობას ესწრებოდნენ.