logo_geo
eng_logo
ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირს საპასუხო სანქციებით ემუქრება
- +

28 აგვისტო. 2020. 17:25

 

 

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირს საპასუხო სანქციებით ემუქრება.

 

„ახლა ვაჩვენებთ მათ, რა არის სანქციები. თუ ისინი ჩინეთსა და რუსეთში ჩვენი გავლით პატრულირებდნენ, ახლა ბალტიისპირეთით ან შავი ზღვით იფრენენ და ივაჭრებენ რუსეთთან და ა.შ. ისინი გაძღნენ და დაავიწყდათ, რა არის ბელარუსი და ფიქრობენ, რომ ჩვენი ტანკებით, რაკეტებით შეშინება შეიძლება. ვნახოთ, ვინ ვის შეაშინებს. ვაჩვენებთ მათ, რა არის სანქციები“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

ბელარუსის ლიდერის თქმით, მან მთავრობას უკვე დაავალა ლიეტუვის პორტებიდან ბელარუსის ტვირთები სხვაგან გადაამისამართონ. როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ლიეტუვის ბიუჯეტის 30%-ს სწორედ ბელარუსის სატვირთო გადაზიდვები შეადგენს.

 

„საზღვარგარეთ კარგად უნდა დაფიქრდნენ თუ რა შეიძლება, მოხდეს ევროპაში, თუ ბელარუსში ვითარება დაიძაბება.

 

უნდა დავმშვიდდეთ, მათაც საზღვარგარეთ თავი ხელში უნდა აიყვნონ და დაფიქრდნენ, რა შეიძლება დაემსგავსოს ევროპა, თუკი აქ ვითარება დაიძაბება“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, ბელარუსი ტრამპლინია რუსეთისკენ.

 

„მათ არსებული ძალაუფლების გატეხვა სურთ და სხვით ჩანაცვლება. აქ ბაზარი სჭირდებათ, სადაც საკუთარი პროდუქციით ივაჭრებენ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner