logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ბრიტანელი ხალხის უმრავლესობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეს მათი სუვერენული უფლებაა
- +

25 ივნისი. 2016. 15:34


ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბრიტანელი მოსახლეობის გადაწყვეტილებას ევროკავშირის დატოვების შესახებ ეხმაურება. მისი თქმით, ბრიტანელი ხალხის უმრავლესობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეს მათი სუვერენული უფლებაა.



ბრიტანელი ხალხის უმრავლესობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეს მათი სუვერენული უფლებაა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირი რჩება ევროპული ქვეყნების გაერთიანების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად. ევროპა, ევროპული ქვეყნების ერთობა, თქვენ იცით, რომ თანამედროვე მსოფლიოში არის წოდებული, როგორც მშვიდობის პროექტი. ჩვენ, საქართველო, ვართ ევროპა, ვართ ევროპის ნაწილი, ვართ ევროპული ქვეყანა, ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც ევროპულ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იქნება დაფუძნებული", - განაცხადა კახა კალაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner