logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: პატრიარქისა და ეკლესიის მაგინებლებო, უღმერთო ვანოს ებარებოდეთ!
- +

28 აგვისტო. 2020. 18:33

 

 

გამალებული მსჯელობა მიდის, იყენებენ თუ არა ეკლესიას და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ურთიერთობას პოლიტიკური პირები და პარტიები ე.წ. პიარისთვის. თუმცა, აქცენტი, რაღა თქმა უნდა, ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე კეთდება... კითხვა გამიჩნდა: როცა რუსეთის ხელისბიჭი ვაშაძე თავისი გადაწკეპილი ულვაშებით პატრიარქთან ერთად იღებდა სურათს, მაშინ არ გაგხსენებიათ ეკლესიის როლი ქართულ პოლიტიკაში? ან, ამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა არ გინახავთ, სადაც ნათლად ჩანდა, თუ როგორ გაფაციცებით უსმენდა უღმერთო მერაბიშვილი (თან - დაჩოქილი) მის უწმინდესობას... მაშინ არ გაგხსენებიათ, მეგობრებო, ეკლესიის როლი უღმერთოთა ცხოვრებაში?

 

თავისთავად, ცუდი ნამდვილად არაა არც ეკლესიის სიახლოვეს გავლა და მით უფრო, ეკლესიის წინამძღვართა მოსმენა, მაგრამ თვალში ბეწვს ხედავდე და დირეს ვერა, უბრალოდ, უხერხულია...

 

თან, სხვადასხვა ტელეეთერში მორალის წამკითხველად ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევის ბაირახტარ ბოკერიას თანაგუნდელი და ძველილეგენდებისთანახმად, მის უწმინდესობაზე მომკივანი უგულავა გამოჰყავთ...

 

P.S. პატრიარქისა და ეკლესიის მაგინებლებო, დაჩოქილ და უღმერთო ვანოს ებარებოდეთ!

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner