logo_geo
eng_logo
ჟან-კლოდ იუნკერი: ეს არ არის მეგობრული გაყრა, თუმცა ურთიერთობა არც სასიყვარულო რომანივით იყო
- +

25 ივნისი. 2016. 15:43


ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის გაყრა არ არის მეგობრულიი, მაგრამ პროცესი სწრაფად უნდა გაგრძელდეს.



ეს არ არის მეგობრული გაყრა, მაგრამ ურთიერთობა არც სასიყვარულო რომანივით იყო. ეს ცუდია როგორც ბრიტანეთისთვის, ისე ევროკავშირისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა განვაგრძოთ სვლა. არ მესმის, რატომ უნდა მოითმინოს ბრიტანეთის ხელისუფლებამ ოქტომბრამდე, რომ გადაწყვიტონ, გააგზავნონ თუ არა განცხადება გასვლის თაობაზე ბრიუსელში. ვისურვებდი, რომ ეს პროცესი მალე დასრულდეს", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.



შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%- მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.



ბერლინში ევროკავშირის დამფუძნებელი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც გერმანიის, ბელგიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებენ.



დიდ ბრიტანეთში, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას ითხოვს. მათ რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების შესახებ პეტიციას უკვე მოაწერეს ხელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner