თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია რიტა ზურაბაშვილი აცხადებს, რომ 23 წლის გოგოს თავისი უფროსი უყვარდა. ამის შესახებ ზურაბაშვილმა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„მითხრა, რომ სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა. მე ვკითხე ვინ არის, და მითხრა, რომ 32 წლისაა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – ძალიან ვაჟკაცურიაო. ბაჩანა შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს, ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან. სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და ოთახში მიხეილ რამიშვილი შემოდიოდა – ან გადიოდა, ან მე მთხოვდნენ, რომ გავსულიყავი. მე ძალიან დიდი პროტესტი გამოვთქვი – როგორ მიიღეს ადამიანი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ უფასოდ დაიცავს ოჯახის ინტერესებს. ესე იგი, ვიღაც უხდიდა ფულს, ვიღაც დაინტერესებული პირი, მაგრამ ჩემმა დისშვილმა მითხრა, რომ მას ენდობა“, – აცხადებს რიტა ზურაბაშვილი.
რა უთხრა გარდაცვალებამდე ბებიას თამარ ბაჩალიაშვილმა, რატომ დატოვა სამსახური გაუჩინარებამდე ერთი კვირით ადრე და რა კითხვებს უჩენს აღმზრდელ ბებიას საქმეში ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ჩართვა – ინტერვიუს სრული ვერსია „ქრონიკის“ 20:00-საათიან გამოშვებაში გავა.