logo_geo
eng_logo
უნგრეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს
- +

29 აგვისტო. 2020. 10:08

 

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, უნგრეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

 

„1 სექტემბრიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეებს უნგრეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა აღარ ექნებათ“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გერგელი გულიასმა.

 

მისივე თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა იმპორტირებულია.

 

„უნგრეთი მწვანე ქვეყანაა, ყველა დანარჩენი ქვეყანა კი წითლდება“, - აღნიშნა გერგელი გულიასმა.

 

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან უნგრეთში კორონავირუსის 5 511 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 614 ადამიანი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner