logo_geo
eng_logo
ვაშინგტონში მარტინ ლუთერ-კინგის ისტორიული მარშიდან 57 წლის აღსანიშნავად მსვლელობა იმართება
- +

29 აგვისტო. 2020. 11:10

 

ვაშინგტონში იმართება მსვლელობა მარტინ ლუთერ-კინგის ისტორიული მარშიდან 57 წლის აღსანიშნავად, სადაც მან ცნობილი სიტყვა – „მე მაქვს ოცნება“ წარმოთქვა.

 

წლევანდელი მსვლელობის მთავარი გზავნილია – „მოგვაშორეთ თქვენი მუხლები ჩვენი კისრიდან“, რომელიც აშშ-ში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხება. მსვლელობის მონაწილეები პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასა და გამოვლენილ რასიზმს გმობენ.

 

აქცია ლინკოლნის მემორიალთან დაიწყება და რამდენიმე საათის შემდეგ მარტინ ლუთერ-კინგის მემორიალისკენ გადაინაცვლებს.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ძალადობის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner