„BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში პეტიციამ რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების თაობაზე უკვე 1 მილიონზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პეტიციაში ბრიტანელები სთხოვენ საკანონმდებლო ორგანოს, ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ ახალი რეგულაცია დააწესოს.
ამ ინიციატივის თანახმად, ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო.