logo_geo
eng_logo
აშშ-ში ქარიშხალ „ლაურას“ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

29 აგვისტო. 2020. 12:19

 

 

აშშ-ში ქარიშხალ „ლაურას“ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 10 მოქალაქე ლუიზიანაში, 4 კი - ტეხასში დაიღუპა.

 

ძლიერმა ქარმა, რომლის მაქსიმალური სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევდა, ნახევარ მილიონზე მეტი ოჯახი ელექტროენეგიის გარეშე დატოვა, დააზიანა შენობები, გზები, ავტომობილები, ლუიზიანას შტატში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში კი ხანძარი გამოიწვია.

 

„ლაურა“ ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე შემცირდა, თუმცა, ზოგიერთ შტატში ძლიერი წვიმა ჯერ კიდევ გრძელდება.

 

აღსანიშნავია, რომ დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაზარალებულ შტატებში ვიზიტსა და მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner