logo_geo
eng_logo
აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 46 156 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

29 აგვისტო. 2020. 12:44

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 46 156 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ინფორმაციას „CNN“  ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 976 ადამიანი ემსხვერპლა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების  5 913 941 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 181 800 პაციენტი გარდაიცვალა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner