logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

29 აგვისტო. 2020. 21:06

 

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს„ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი  საქართველოს აზერბაიჯანთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა .

 

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ისაუბრეს  იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რაც ბოლო წლებში ხორციელდება.

 

 „პანდემიის დროს თქვენი მოქმედებები იყო სამაგალითო , იყავით ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც საჯაროდ დაგმო ქსენოფობიური განცხადებები და ღია მხარდაჭერა გამოგვიცხადა აზერბაიჯანელ ხალხს, სწორედ მაშინ ვთქვი ნეტა ჩვენც გვყავდეს ასეთი დეპუტატი“, - ამ სიტყვებით მიმართა კანდიდატს ქამრან ხაილოვმა  საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის, დმანისის წარმომადგენელმა

 

 „ეს სიტყვები, რომელი საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მითხრა, დიდ სტიმულთან ერთად მაკისრებს უზარმაზარ პასუხისმგებლობას, რათა თითოეული ადამიანის მოლოდინი გავამართლო.

 

ჩვენ, აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ქვეყანაში ყველასათვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფისთვის, მათ შორის რა თქმა უნდა ეთნიკური უმცირესობებისთვის“,- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner