logo_geo
eng_logo
ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნები დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი მალე დაიწყოს
- +

25 ივნისი. 2016. 16:09


ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნები დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს. შესაბამისი განცხადება ბერლინში, ევროკავშირის 6 დამფუძნებელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.



გერმანიის საგარეო საწმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება აუცილებელია იმისთვის, რომ დანარჩენმა წევრებმა შეძლონ „ყურადღების გამახვილება გაერთიანებული ევროპის მომავალზე".



23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმის შედეგად, ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner