ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებას გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ეხმიანება და აცხადებს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ინტენსიური მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ.
ბან კი მუნი იმედოვნებს, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი გაერო-ს ძლიერი პარტნიორები იქნებიან.
„გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა უნდა დაიწყონ ინტენსიური მოლაპარაკებები იმისთვის, რომ პროცესი განსაზღვრონ. დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პრაგმატული გზით წარიმართება. ვიმედოვნებ, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი გაერო-ს ძლიერი პარტნიორები იქნებიან არა მარტო განვითარებისა და ჰუმანიტარული საკითხების თვალსაზრისით, არამედ მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხითაც, განსაკუთრებით კი როდესაც საქმე მიგრაციას ეხება. ჩვენს წინაშე არსებული პრობლემები ეროვნულ საზღვრებთან არ მთავრდება. როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობთ, უფრო ძლიერები ვართ",- განაცხადა ბან კი მუნმა.