შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჭარბი წყლის მოცილების მიზნით, დამშრობ მასივზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.
სოფელ თიკერში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან საერთო სიგრძით 1,5 კმ კოლექტორები და შემკრები არხები გაიწმინდა, მოეწყო კვალთაშორისი ორნატები 5 000 გრძივი მეტრი.
სამელიორაციო ღონისძიებები 15 ჰექტარ მიწის ფართობზე განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, უხვი ნალექის შემთხვევაში, დამშრობი მასივის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები არ დაიტბორება.