logo_geo
eng_logo
სოფელ თიკერის დამშრობი სისტემა გაიწმინდა
- +

30 აგვისტო. 2020. 11:04

 

 

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჭარბი წყლის მოცილების მიზნით, დამშრობ მასივზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.

 

სოფელ თიკერში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან საერთო სიგრძით 1,5 კმ  კოლექტორები და შემკრები არხები გაიწმინდა, მოეწყო კვალთაშორისი ორნატები 5 000 გრძივი მეტრი.

 

სამელიორაციო ღონისძიებები 15 ჰექტარ მიწის ფართობზე განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, უხვი ნალექის შემთხვევაში, დამშრობი მასივის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები არ დაიტბორება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner