logo_geo
eng_logo
კორცხელის არჩევნებში დამარცხებული „ქართული ოცნების“ კანდიდატი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
- +

25 ივნისი. 2016. 16:15


„ქართული ოცნების" კანდიდატი, რომელიც კორცხელის შუალედურ არჩევნებში დამარცხდა, დაკავებული პოზიციიდაც გაათავისუფლეს. ამირან ლაგვილავას სოფელ ზედაეწერის კოლეჯის დირექტორის თანამდებობა ეკავა.


მიზეზი აუდიტის დასკვნა გახდა, თუმცა თავად ლაგვილავა ფაქტს უარყოფს და გათავისუფლებას არჩევნებში წაგებას უკავშირებს. არჩევნებში წაგების ფაქტს არ უკავშირებს ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც.



თუ ადამიანი ვერ ასრულებს, არ ასრულებს, დანაშაულს სჩადის, ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, გუნდის წევრია თუ არა, კანონის წინაშე ჩვენ ყველა ვართ თანასწორუფლებიანი. ჩვენ ვაშენებთ ასეთ სახელმწიფოს და ასეთ ქვეყანას", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner