„როდესაც დაიწო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მოღვაწეობა, ყველა გავერთიანდით მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, 2012 წლიდან მოყოლებული, ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწიეთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქედაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა.
ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტიას საზოგადოება მხარს დაუჭერს და ერთიანი ძალისხმევით „ქართული ოცნება“ ოქტომბერში გამარჯვებას შეძლებს.
„როდესაც დაიწო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მოღვაწეობა, ყველა გავერთიანდით მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწიეთ, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, ერთიანი ძალისხმევით იყო შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, არჩევნები, რომელიც ახლოვდება, 31 ოქტომბერს შევძლებთ გავიმარჯვოთ ერთად, ერთად საქართვლოს წარმატებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.