რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში დაიღუპა 68 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში ვირუსის 990 326 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 806 982 განიკურნა.
„კოვიდ-19“-ს რუსეთში საერთო ჯამში 17 093 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.