logo_geo
eng_logo
ნენსი პელოსი: რუსეთი აქტიურად ცდილობს, აშშ-ის არჩევნებს ძირი გამოუთხაროს
- +

30 აგვისტო. 2020. 12:45

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, „დემოკრატ“ ნენსი პელოსის თქმით, რუსეთი აქტიურად ცდილობს, ძირი გამოუთხაროს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს და მიაღწიოს ისეთ შედეგს, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს კრემლის ინტერესებს. ამის შესახებ ნენსი პელოსისა და წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის, ადამ შიფის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

 

პელოსის ვებ-გვერდზე აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა განაცხადა, რომ კონგრესის წევრებისთვის არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ ბრიფინგები აღარ ჩატარდება.

 

„ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი უარია, შეასრულონ კანონით დაკისრებული ვალდებულება და კონგრესის ინფორმირება მოახდინონ არსებული ვითარების შესახებ. ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების ღალატი, რომელსაც აქვს უფლება იცოდეს, როგორ ცდილობენ უცხო ქვეყნები ჩვენი არჩევნებისთვის ძირის გამოთხრას“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, „ტრამპის ადმინისტრაცია პოლიტიკურ ძალისხმევას არ იშურებს, რომ ამერიკელ ხალხს ინფორმაცია დაუმალოს“.

 

ამავე განცხადებაში პელოსი და მისი კოლეგა ადამ შიფი ამტკიცებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები და სხვა მაღალჩინოსნები ცდილობენ, „ცრუ ნარატივის“ გავრცელებას, თითქოს აშშ-ის არჩევნებში ჩარევას თანაბრად ცდილობენ რუსეთი, ჩინეთი და ირანი.

 

მათი მტკიცებით, ამ ქვეყნების მიზნები და ქმედებები ერთნაირი არ არის, ხოლო რუსეთი აქტიურად იღებს ზომებს, არჩევნების მიუკერძოებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისთვის.

 

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეროვნული დაზვერვის სამსახურის კონგრესის წევრებისთვის ბრიფინგებს აღარ ჩაატარებს, რადგან არსებობს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების საფრთხე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner