logo_geo
eng_logo
კახა ძაგანია: „ნაცების“ ამ ცილისწამების წინააღმდეგ აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუცხადებთ „პატრიოტთა ალიანსს“!
- +

30 აგვისტო. 2020. 13:40

 

 

„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი კახა ძაგანია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მისამართით გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს ეხმაურება. როგორც ძაგანია წერს, „ნაცებმა“ და მისმა სატელიტებმა „პატრიოტების“ ლიდერებზე შეტევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისინი აფხაზეთში ჩავიდნენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ კვლევებში „პატრიოტთა ალიანსზე“ ნაკლები რეიტინგული პროცენტი დაუფიქსირდათ.

 

„მას შემდეგ, რაც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აფხაზეთში იყმყოფებოდნენ, მას შემდეგ, რაც „ნაცებს“ და მის სატელიტებს პოლიტიკურ კვლევებში „პატრიოტთა ალიანსზე“ ნაკლები რეიტინგული პროცენტი დაუფიქსირდათ, ისინი გახდნენ უფრო აგრესიულები, ჩვეული მეთოდებით, ტყუილებითა და შანტაჟით დაიწყეს შეტევა ამ პარტიის ლიდერებზე. მიუხედევად იმისა რომ „მემარცხენე ალიანსი“ და „პატრიოტთა ალიანსი“ კონკურენტები ვართ არჩევნებში, „ნაცების“ ამ ცილისწამების წინააღმდეგ აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუცხადებთ „პატრიოტთა ალიანსს“ და ამ პარტიის ლიდერებს“, - წერს კახა ძაგანია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner