-
+
30 აგვისტო. 2020. 13:42
საფრანგეთის სამხედროს ოფიცერს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ფრანგმა ოფიცერმა, რომელიც იტალიაში დისლოცირებულ NATO-ს ძალებში მსახურობს, საიდუმლო დოკუმენტები რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა.
„უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო უფროსი ოფიცრის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ფლორანს პარლიმ.