logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ლანჩხუთში მოსახლეობას შეხვდა
- +

30 აგვისტო. 2020. 14:35

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთის სოფლების - არჩეულის, ნიგვზიანის, ხაჯალიას და ქალაქის უბნის მოსახლეობას შეხვდა.

 

მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ რა გაკეთდა მუნიციპალიტეტში, რა პროექტებია დაგეგმილი უახლოეს მომავალში, კანდიდატმა ამომრჩეველს ასევე გააცნო სამომავლო გეგმები.

 

„სასიხარულოა, რომ სოფელ ხაჯალიაში მოსახლეობის უდიდესი პრობლემა სულ მალე მოგვარდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. ამ დრომდე სააღმზრდელო პროცესი კერძო სახლში მიმდინარეობდა.

 

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელ გზას. ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. გარდა ამისა მიმდინარე წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 60 422 ლარი დაიხარჯა. პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირდა შიდა გზები, მოეწყო გარე განათება, შეკეთდა ხიდები და ა.შ. რაც შეეხება ქალაქს, გორგასლის ქუჩაზე მიმდინარე წელს მრავალბინიანი სახლის სახურავი გადაიხურა.  ასევე, რამდენიმე ოჯახს მოუგვარდა საცხოვრებელი სახლის სახურავის პრობლემა. მნიშვნელოვანია, რომ გორგასლის ქუჩის მიმდებარედ მინი, ხელოვნურსაფრიანი სტადიონის რეაბილიტაცია იწყება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლანჩხუთში ის ოჯახები მოვინახულე, რომლებიც ჩვენს გვერდით დგომას საჭიროებენ. მზად ვარ, მათთან ერთად ვუპასუხო ყველა გამოწვევას და მმართველ გუნდთან ერთად ეტაპობრივად დავძლიოთ არსებული გამოწვევები“, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner