logo_geo
eng_logo
გიორგი გახარაია: არ გვაინტერესებს წარსული, გვაინტერესებს მომავალი
- +

30 აგვისტო. 2020. 14:50

 

 

„არ გვაინტერესებს წარსული, გვაინტერესებს მომავალი, გასაკეთებელი საქმე, გვაინტერესებს ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მომავალი“, – ამის შესხებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შუახევში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა.

 

ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, აჭარაცა და მთლიანად საქართველოც სტუმრებმა უნდა გაიცნონ და ყველამ ნახოს, რომ ეს მხარე არის წარმატებული, ევროპული ქვეყანა თავისი ფასეულობებითა და მომავლით.

 

მისივე თქმით, უშუალოდ შუახევში არის ბრობლემები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

 

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ განათლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბავშვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთნაირი ხარისხის განათლების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეთ.

 

„მოგესალმებით, შუახეველებო. აქ , აი, ამ საოცარ ბუნებაში, შეახეველებთან ერთად ყოფნა თიტოული ჩვენგანისთვის რა თქმა უნდა, დიდი პატივია. თუმცა, ჩვენ მომავალზე უნფდა ვლაპარაკოთ. არ გვაინტერესებს წარსული, გვაინტერესებს მომავალი, გასაკეთებელი საქმე, გვაინტერესებს ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მომავალი. შუახევი ისტორიული ძეგლებით ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა. თითოეულ ციხე-სიმაგრესთან, ისტორიულ ძეგლთან მისასვლელი გზა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რათა მეტი ტურიზმი განვავითაროთ. ამ მუნიციპალიტეტმა მეტი სტუმარი მიღოს. აჭარაც და საქართველოც ჩვენს სტუმრებს გავაცნოთ და ყველას დავანახოთ, ეს არის წარმატებული, ევროპული ქვეყანა თავისი ფასეულობებითა და თავისი მომავლით. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ელემენტარული სისტემური ინფრასტერუქტურა მოვიყვანოთ წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპლიტეტში და სოფლებამდე გზები ასე თუ ისე წესრიგში მოვიყვანეთ, შიდა სასოფლო გზები ყგელაგან გასაკეთებელია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გაზიფიცირება დასასრულებლია. მთლიან აჭარაში ერთხელ და სამუდამოდ გაზი უნდა შევიდეს. შუახევში სასმელი წყალმომარაგების საკითხიც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბაღი გარემონტდა, მუნიციპალიტეტში დაახლოებით ათ ბაღში ჩატარდა რეაბილიტაცია, ესეც არ არის საკმარისი, რადგან ბავშვები ჩვენი მომავალია. შუახევის დაბაში ტარდება მუნიციპალური სკოლის რეკონსტრუქცია, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულდეს, სკოლა 240 ბავშვზეა გათვლილი, თავისი ცალკე მუსიკალური სკოლით და მათლიანად ინფრასტრუქტურით. არანაირი სხვაობა არ უნდა იყოს, ბავშვი იზრდება თბილისში ბათუმში თუ შუახევში. ყველაგან ერთი და იგივე მაღალი ხარისხის განათლებაზე უნდა გვქონდეს წვდომა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner