logo_geo
eng_logo
კოკა კაციტაძე: სულხან მოლაშვილის საქმის გამოძიება აქტიურ ფაზაშია
- +

25 ივნისი. 2016. 16:24


პროკურორმა კოკა კაციტაძემ ტელეკომპანია „იბერიასთან" განცხადება გააკეთა, რომელიც სულხან მოლაშვილის საქმეს შეეხება. კაციტაძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე დაკითხულია ათეულობით მოწმე. გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, მომავალში კი იგეგმება იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის გაცემული.


„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება სულხან მოლაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულ საქმეზე დაკითხულია ათეულობით მოწმე, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლები და ასევე სასჯელაღსრულებლის დაწესებულების თანამშრომლები, სამედიცინო განყოფილების ექიმები და ექთნები, რომლებიც საუბრობენ სულხან მოლაშვილთან მიმართებაში განხორციელებულ ქმედებებზე, იმ დაზიანებებზე, რომელიც მას გააჩნდა დაკავების პერიოდში.

 

გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში ჩვენ ვგეგმავთ ცალკეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებას, რათა შესრულებულ იქნას ის რეკომენდაცია, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ გასცა სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner