logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი პორტლენდის მერს არეულობების გამო, ქალაქში ეროვნული არმიის შეყვანას ურჩევს
- +

30 აგვისტო. 2020. 17:41

 

 

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პორტლენდში არეულობების ფონზე, ქალაქის მერს თედ უილერს მოუწოდა, ქალაქში ეროვნული არმია შეიყვანოს.

 

„უილერი არაკომპეტენტურია. ჩვენი მშვენიერი ეროვნული არმია ამ პრობლემებს ერთ საათზე ნაკლებ დროში გადაწყვეტდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გაგზავნოს მოთხოვნა, ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არ არის“, - განაცხადა ტრამპმა, რომლის თქმით, ადგილობრივ და სხვა ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებსაც „დემოკრატები“ მართავენ, სურს კანონი და წესრიგი.

 

ბოლო ინფორმაციით, პორტლენდში, სადაც საპროტესტო აქციები იმართება და მოსახლეობა პოლიციის მკაცრ ქმედებებს აპროტესტებს, სროლებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner