logo_geo
eng_logo
მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები მძიმე ტექნიკის წინ ასფალტზე დაწვნენ
- +

30 აგვისტო. 2020. 17:41

 

 

მინსკში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ბელარუსის მედია იუწყება, რომ ქალაქის ცენტრში მოქალაქეების რამდენიმე კოლონა აწყობს მსვლელობას. ქალაქის ცენტრში ათასობით მოქალაქე იმყოფება. პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ სამართალდამცველები აქტივისტების ნაწილს აკავებენ.

 

სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოებში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე მომიტინგე მინსკის ცენტრში მობილიზებული მძიმე ტექნიკის წინ ასფალტზე დაწვა. ამგვარად ისინი ტექნიკას მინსკის ცენტრში გადაადგილებაში უშლიან ხელს. ამასთან, აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „გამოდი, საშა, დაბადების დღე უნდა მოგილოცოთ“.

 

მინსკში დილიდან მობილიზებულია საპოლიციო სპეცტექნიკა, ასევე სპეცდანიშნულების რაზმი და შინაგანი ჯარის მანქანები.

 

მინსკის გარდა საპროტესტო აქციები იმართება ასევე ბელარუსის სხვა ქალაქებში. მათ შორის ბრესტში, გომელსა და გროდნოში.

 

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები უკვე 22-ე დღეა, გრძელდება. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა გამართვას და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner