logo_geo
eng_logo
სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბში დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების გეგმა გაასაჯაროვეს
- +

30 აგვისტო. 2020. 18:24

 

 

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბში დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების გეგმა გაასაჯაროვეს. ამის შესახებ ტიხანოვსკაიას შტაბის წევრებმა სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრეს.

 

„ჩამოყალიბდება დროებითი მთავრობა, აღდგება 1994 წლის კონსტიტუცია, რის შემდეგაც შეიქმნება პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, – განაცხადეს ბელარუსი ოპოზიციონერის შტაბში.

 

დღესვე, სვეტლანა ტიხანოვსკაია შეხვდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოს, რომელიც ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფებოდა.

 

„ბელარუსის ოპოზიცია მთავრობასთან დიალოგისკენ ისწრაფვის“, – დაწერა შეხვედრის შემდეგ მინისტრმა „ტვიტერის“ გვერდზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner