logo_geo
eng_logo
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა
- +

30 აგვისტო. 2020. 18:51

 

 

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 65 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

 

კლინიკის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტი, რომელსაც ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა, ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული.

 

ამჟამად, კლინიკაში საეჭვო სიმტომებით 88 წლის მამაკაცია მოთავსებული. იგი ლანჩხუთიდანაა.

 

„65 წლის მამაკაცს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში PCR-კვლევისთვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 88 წლის პაციენტს კი ტესტირებას ხვალ ჩაუტარებენ“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner