logo_geo
eng_logo
შოტლანდია „ევროკავშირში ადგილის შენარჩუნების საკითხზე“ ბრიუსელთან მოლაპარაკებებს იწყებს
- +

25 ივნისი. 2016. 16:26


შოტლანდიის მთავრობის მეთაურის ნიკოლა სტერჯენის განცხადებით, შოტლანდია „ევროკავშირში თავისი ადგილის შენარჩუნების საკითხზე" ბრიუსელთან საგანგებო მოლაპარაკებებს იწყებს.



სტერჯენის თქმით, შოტლანდიის მინისტრთა კაბინეტი იწყებს მუშაობას საკანონმდებლო პროცედურებზე, რომელიც საშუალებას მისცემს შოტლანდიას, დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის საკითხზე ახალი რეფერენდუმი ჩაატაროს.



ხუთშაბათს ჩატარებულ რეფერენდუმზე შოტლანდიელთა უმრავლესობამ ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner