logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ლუკაშენკო: სხვა არჩევნები აღარ იქნება!
- +

30 აგვისტო. 2020. 19:28

 

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ გაიმართება.

 

„ნურასდროს დაელოდებით ჩემგან, რომ ზეწოლის ქვეშ რამე გავაკეთო. ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება. არჩევნები უკვე ჩატარდა და სხვა არჩევნები აღარ იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

 

შეგახსენებთ, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგების თანახმად, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩევლების ხმების 80.1 %-ით გაიმარჯვა. დემონსტრანტები ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner