logo_geo
eng_logo
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი იწვის
- +

30 აგვისტო. 2020. 21:03

 

 

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რა ფართობის ტერიტორია იწვის, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ჯერჯერობით არ აქვთ.

 

ცნობისთვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში ხანძრის 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. 2017 წლის მონაცემებით, მასშტაბური ხანძრების შედეგად 4 200 ჰექტარი განადგურდა.

 

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძარი 2017 წელს სოფელ დაბასთან მოხდა. მაშინ ცეცხლის ჩაქრობას, მაშველებთან ერთად ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა ტყის მასივი 6 დღის განმავლობაში იწვოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner