logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი არ შეჩერდება!
- +

ავტორი ანა ფერაძე

25 ივნისი. 2016. 16:53


ევროკავშირის რღვევის საფრთხე არ არსებობს,  - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ანი მიროტაძემ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის გადაწყვეტილების შეფასებისას „რეპორტიორთან" განაცხადა. მიროტაძის აზრით, ბრიტანეთის გასვლა გავლენას არ მოახდენს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციაზე.





„გასარკვევია, დიდი ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება რას შეიძლება უკავშირდებოდეს. ჩემი აზრით, არ არსებობს იმის საფრთხე, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის რღვევა დაიწყოს.

 

არსებობს ბევრი მექანიზმი, რომელიც ევროკავშირის წამყვანმა სახელმწიფოებმა სწორად უნდა გამოიყენონ, რომ ეს ერთობა შენარჩუნდეს. სხვა საკითხია, რამდენად მომხიბვლელი იქნება ახალი სტრატეგია, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები ახალ გამოწვევებთან დაკავშირებით შეიმუშავებენ.

 

განსაკუთრებული გამოწვევა იქნება ევროკავშირისთვის მიგრანტების პრობლემა, რომლის სწორად გადაწყვეტა უნდა მოხდეს.

 

გადაწყვეტილება, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით, გავლენას არ იქონიებს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე, რადგან  საქართველოს მიმართ ევროკავშირის ქვეყნებს ნდობა აქვთ გამოცხადებული და მზად არიან, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია მისცენ", - განაცხადა ანი მიროტაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner