ცოტახნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სააკაძის მოედანთან.
თვითმხილველის ინფორმაციით, საწინააღმდეგო ზოლში მოძრავი, „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა ამავე მარკის ავტომობილს. დარტყმის შედეგად, მეორე ავტომობილი ბოძს შეეჯახა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია მეორე ავტომობილის მძღოლი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციი გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია