logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

31 აგვისტო. 2020. 10:34

 

 

საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით  დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.)

 

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლისის გზაზე  მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე  ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner