logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი ბოლნისში აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეებს შეხვდა
- +

31 აგვისტო. 2020. 10:48

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბოლნისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს  მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე.

 

„საინტერესო, გულწრფელი და მეგობრული შეხვედრა გვქონდა ჩვენს თანამოქალაქე აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეებთან. ამ ადამიანებს კარგად აქვთ გააზრებული საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. აფასებენ ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებს. ხაზი გაუსვეს პანდემიის დროს გატარებულ ღონისძიებებს, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ დონეზე. სწორედ ადამიანების  ნდობა , მათი თანადგომა და ჩვენი გუნდის მხარდაჭერა არის ჩვენი საერთო გამარჯვების საწინდარი“, - აღნიშნა მმართველი გუნდის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner